დაბრუნების და თანხის ანაზღაურების პოლიტიკა
1. ზოგადი დებულებები
Rando.ge გთავაზობთ ვებ-გვერდის დამზადების, ჰოსტინგისა და ტექნიკური მხარდაჭერის სააბონენტო (SaaS) მომსახურებას. ვინაიდან საქმე ეხება ციფრულ მომსახურებას და არა ფიზიკურ პროდუქტს, თანხის დაბრუნება რეგულირდება წინამდებარე პოლიტიკით, რომელიც უნდა განიხილებოდეს მომსახურების პირობებთან ერთად.
2. სააბონენტო გადახდები
2.1. სააბონენტო გადასახადი ხდება წინასწარ, ყოველთვიურად, არჩეული პაკეტის შესაბამისად.
2.2. მიმდინარე პერიოდის სააბონენტო გადასახადი, რომლისთვისაც მომსახურება უკვე გაწეულია (საიტი აქტიურია, ჰოსტინგი და მხარდაჭერა მოქმედებს), დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა 4-ე პუნქტით გათვალისწინებული 14-დღიანი უარის შემთხვევისა; უფლება ქრება, თუ მომსახურება თქვენი წინასწარი თანხმობით სრულად გაიწია (საიტი დასრულდა და გამოქვეყნდა).
2.3. მომსახურების გაუქმებისას, დამატებითი გადასახადი აღარ დაგეწესებათ მომდევნო საანგარიშო პერიოდიდან. უკვე გადახდილი მიმდინარე თვე მოქმედებს პერიოდის ბოლომდე.
3. გაუქმების უფლება
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ სააბონენტო მომსახურება, წერილობითი შეტყობინებით, მისამართზე: info@rando.ge. გაუქმება ავტომატურად აჩერებს მომავალ გადახდებს.
4. თანხის დაბრუნების შემთხვევები
თანხის სრული ან ნაწილობრივი ანაზღაურება შესაძლებელია, თუ:
- გადახდა განხორციელდა ტექნიკური შეცდომით (მაგ., ორმაგი ჩამოჭრა), ასეთ შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი თანხა სრულად უბრუნდება მომხმარებელს;
- ხელშეკრულების დადებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, თუ საიტზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა, თანხა სრულად ბრუნდება;
- თუ ამ 14 დღეში მუშაობა თქვენი მოთხოვნით დაიწყო და უარს ამბობთ, იხდით მხოლოდ უკვე გაწეული სამუშაოს პროპორციულ ღირებულებას, დანარჩენი ბრუნდება;
- შემსრულებელი ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას მასზე დამოკიდებული მიზეზით და მომსახურების მიწოდება შეუძლებელი ხდება.
14-დღიან ვადაში სამუშაოს ვიწყებთ მხოლოდ თქვენი ცხადი თანხმობით ან მოთხოვნით.
14-დღიანი უარის უფლება კანონით ეკუთვნის ფიზიკურ პირს პირადი მიზნით; ბიზნეს კლიენტებს (შპს, ი/მ) ამავე პირობას ვთავაზობთ ნებაყოფლობით.
5. როდის არ ხდება თანხის დაბრუნება
თანხა არ ბრუნდება, თუ:
- მომსახურება უკვე გაწეულია, ანუ საიტზე სამუშაოები დაწყებულია ან დასრულებულია და საიტი გამოქვეყნებულია, გარდა 4-ე პუნქტით გათვალისწინებული 14-დღიანი უარის შემთხვევისა; უფლება ქრება, თუ მომსახურება თქვენი წინასწარი თანხმობით სრულად გაიწია (საიტი დასრულდა და გამოქვეყნდა);
- გასულია მიმდინარე საანგარიშო თვე, რომლის მომსახურებაც უკვე მიწოდებულია;
- მომსახურების შეჩერება გამოწვეულია დამკვეთის მიერ პირობების დარღვევით ან გადახდის დაგვიანებით;
- მოთხოვნა უკავშირდება მესამე მხარის სერვისებს (დომენის რეგისტრაცია, რეკლამის ბიუჯეტი და სხვა), რომელთა ღირებულებაც უკვე გადახდილია შესაბამის პროვაიდერზე.
6. საიტის გამოსყიდვა
საიტის ერთჯერადი გამოსყიდვის (კოდზე სრული საკუთრების გადაცემის) ღირებულება, გადახდისა და კოდის გადაცემის შემდეგ, დაბრუნებას არ ექვემდებარება. გამოსყიდვის პირობები რეგულირდება მომსახურების პირობებით.
7. დაბრუნების პროცედურა და ვადა
7.1. თანხის დაბრუნების მოთხოვნა უნდა გამოგზავნოთ მისამართზე info@rando.ge, გადახდის დეტალებისა და მიზეზის მითითებით.
7.2. მოთხოვნას განვიხილავთ 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
7.3. თანხა ბრუნდება არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა უარის შეტყობინების მიღებიდან, იმავე გადახდის საშუალებით.
8. კონტაქტი
დაბრუნების პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვისთვის დაგვიკავშირდით: info@rando.ge.